ნაწოლები წარმოადგენს კანისა და ღრმა ქსოვილების დაზიანებას, რომელიც ვითარდება ხანგრძლივი ზეწოლის, სისხლის მიმოქცევის დარღვევისა და მოძრაობის შეზღუდვის შედეგად. ისინი განსაკუთრებით ხშირია მწოლიარე პაციენტებში, ხანდაზმულებში და ნევროლოგიური ან მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში.
მისი ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა და სწორი მოვლა გადამწყვეტ როლს თამაშობს როგორც გართულებების თავიდან აცილებაში, ისე პაციენტის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაში.
ნაწოლების მკურნალობა რთული პროცესია და მისი თვითნებურად მართვა, ექიმის კონსულტაციის გარეშე, არ არის მიზანშეწონილი - თუმცა, არსებობს ზოგადი პროტოკოლი, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ ნაწოლებს მისი სტადიების მიხედვით.
I სტადია: კანის სიწითლე
ამ სტადიაზე კანი ჯერ არ არის დაზიანებული, თუმცა შეინიშნება მუდმივი სიწითლე, რომელიც დაჭერისას არ იცვლის ფერს. შესაძლოა იყოს მტკივნეული, უფრო თბილი ან ცივი, ვიდრე გარშემო ქსოვილი.
ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია დავიცვათ კანი შემდგომი დაზიანებისგან:
️პირველი და უმთავრესი წესი: არასოდეს გააკეთოთ მასაჟი და არ დაზილოთ გაწითლებული ადგილი. ეს კიდევ უფრო აზიანებს კანქვეშა სისხლძარღვებს.
ამ ეტაპზე სწორი მოვლის შემთხვევაში შესაძლებელია ნაწოლის განვითარება სრულად ავიცილოთ თავიდან.
II სტადია: ზედაპირული ჭრილობა
კანის ზედა ფენა (ეპიდერმისი) დარღვეულია. ჩანს წითელი ან ვარდისფერი ღია ჭრილობა. შესაძლოა გამოიყურებოდეს როგორც გამსკდარი ბუშტუკი.
ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია სისუფთავის შენარჩუნება და დაზიანებული არეს დამუშავება:
III სტადია: ღრმა დაზიანება
მესამე სტადიაზე დაზიანება ვრცელდება კანქვეშა ქსოვილზე. ჭრილობა ღრმაა, ხშირად შეიცავს ნეკროზულ (მკვდარ) ქსოვილს და საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას.
ამ ეტაპზე უნდა მოხდეს მკვდარი ქსოვილების მოცილება და ინფექციასთან ბრძოლა.
IV სტადია: დაზიანება იმდენად ღრმაა, რომ ჩანს კუნთი, მყესი ან ძვალი. მაღალია ოსტეომიელიტის (ძვლის ინფექციის) რისკი.
⚠️ ეს არის ყველაზე მძიმე სტადია, როდესაც დაზიანებულია კუნთი, მყესი ან ძვალი. ინფექციის გავრცელებისა და სეფსისის რისკი ძალიან მაღალია. ამ ეტაპზე პაციენტი საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას და სისტემურ მკურნალობას
რატომ არის პრევენცია ყველაზე ეფექტური გზა?
ნაწოლების მკურნალობა რთული, ხანგრძლივი და ემოციურად დამღლელია როგორც პაციენტისთვის, ისე ოჯახის წევრებისთვის. სწორედ ამიტომ, პრევენცია არის ყველაზე სწორი სტრატეგია, რომელიც მოიცავს:
ნაწოლების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა და სწორი მოვლა გადამწყვეტ როლს თამაშობს როგორც გართულებების თავიდან აცილებაში, ისე პაციენტის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაში.
⚠️ თუ შეამჩნევთ ჩირქს, უსიამოვნო სუნს, სიცხეს ან ჭრილობის გარშემო კანის გაწითლებას და გაცხელებას, ეს ინფექციის ნიშანია და სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.
ჯეო მედი გთავაზობთ მწოლიარე პაციენტისთვის აუცილებელი ინვენტარის მიწოდებას ბინაზე, ასევე ექთნის და ქირურგის ბინაზე გამოძახების სერვისს.
სერვისის დასაჯავშნად ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: +032 2 111 500
რა არის ნიპაჰის ვირუსი და როგორ ვრცელდება იგი? ნიპაჰის ვირუსი მედიცინისთვის შ...
მეტის წაკითხვა+(995) 032 2 111 500
თბილისი, ი. პეტრიწის #2
info@geo-medi.ge